- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სტუდენტური დღეები 2025 მალე სტარტს აიღებს.
პროექტის მიზანია, სტუდენტებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, მეტი სოციალიზაცია, სპორტისა და კულტურის პოპულარიზაცია
პროექტის ფარგლებში სტუდენტებს შორის ტარდება კულტურულ-გასართობი, სპორტული და ინტელექტუალური კონკურსები, რომელსაც კომპეტენტური ჟიური აფასებს. პროექტის ფარგლებში სტუდენტები 4 გუნდად დაიყოფიან და ორი კვირის მანძილზე ერთმანეთს სხვადასხვა სპორტულ, კულტურულ და შემეცნებით ინტელექტუალურ აქტივობებში შეეჯიბრებიან.
სტუდენტურ დღეებში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/VB7dLeanFhY3p2LJA
რეგისტრაციის გასავლელად შეგიძლიათ მიმართოთ მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს მერიის პირველ სართულზე.
რეგისტრაცია იწარმოებს 7 აგვისტომდე.