- საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2025 წლის სექტემბრიდან ცხადდება 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი.
სტაჟიორის კონკურსზე განაცხადის წარდგენის ვადად განისაზღვრა 2025 წლის 1 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი.
პროგრამის ფარგლებში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიამ, ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოაცხადა ვაკანსიაზე.
იხილეთ ვაკანსიები:
ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების სტაჟიორი;
ადმინისტრაციული სამსახურის შესყიდვების განყოფილების სტაჟიორი;
ეკონიმიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ურბანული განვითარების,სივრიცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განყოფილების სტაჟიორი;
სტაჟიორის საქმიანობის ვადად განისაზღვრება 3 (სამი) თვე ხელშეკრულების დადებიდან;
სტაჟიორის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 438(ოთხას ოცდათვრამეტი) ლარის ოდენობით
საკონკურსო განაცხადები განთავსდება მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.infohr.gov.ge) მეშვეობით.