- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა “ოფთალმიჯის“ ექიმები წალენჯიხის მუნიციპალიტეტში უფასო გამოკვლევებს ჩაატარებენ.
გამოკვლევა ჩაუტარდებათ დიაბეტით დაავადებულ და ხანდაზმულ პაციენტებს -კატარაქტის, გლაუკომისა და პერიდიუმის გამოსავლენად.
უფასო სამედიცინო გამოკვლევები, 15 ნოემბერს, დილის 11:00 საათიდან 15:00 საათამდე წალენჯიხის მთავარი ბიბლიოთეკის პირველ სართულზე ჩატარდება.
მოქალაქეებმა თან უნდა იქონიონ პირადობის მოწმობები

