- ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროექტების ფარგლებში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ობუჯში 50 ბავშზე გათვლილი ბაღის მშენებლობა სრულდება.
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, საბავშვო ბაღში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, მოეწყობა საგანმანათლებლო, სათამაშო და დასასვენებელი ზონები, სამზარეულო და სპორტული მოედანი.
უწყების ცნობით, განახლებული შენობა სრულად იქნება ადაპტირებული სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის.
პროექტი სახელმწიფოს დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1.2 მლნ ლარია.

