- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ნოჟალას უბანში მცხოვრებ მოსახლეობას 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია და მერის პირველი მოადგილე ბესიკ ფარცვანია ნოჟალაში იმყოფებოდნენ, სადაც შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ და მოსახლეობას შეხვდნენ.
პროექტის განხორციელების შემდეგ, მრავალწლიანი პრობლემა, რომელიც მოსახლეობას აწუხებდა აღმოიფხვრება. გამრიცხველიანების სამუშაოებიც ჩატარდება.

