- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დილიდან ინტენსიურად თოვს, გზების გაწმენდითი სამუშაოები ცენტრალურ საავტომობილო გზაზე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
უწყების ცნობით, გზების გასაწმენდად მობილიზებულია 20 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა. გზის გაწმენდით სამუშაოებს შეასრულებს როგორც მუნიციპალური, ასევე საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანიების ტექნიკა.
მოქალაქეთა საჭიროებებზე რეაგირების მიზნით ამოქმედდა ცხელი ხაზი: 599 64 70 50; 599 85 71 97.
„ენერგო პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლებთან ერთად შექმნილია ჯგუფები მერის წარმომადგენლებისა და სხვა შესაბამისი სამსახურების ჩართულობით, რათა ელექტროსადენების დაზიანებების შემთხვევაში მოხდეს მყისიერი რეაგირება.

