ჯვარში ძლიერმა წვიმებმა პრობლემები შექმნა

  • ქალაქ ჯვარში ძლიერმა წვიმებმა პრობლემები შექმნა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დატბორვის საშიშროების საფრთხე შეექმნა ენგურისპირა ტერიტორიას, სადაც ჭაბურღილების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს და ეწყობა ქალაქ ჯვარის წყალმომარაგების სადგური.
შექმნილი პრობლემებიდან გამომდინარე ადგილზე იმყოფებოდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა.
“აღსანიშნავია რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის,ენგურჰესის ადმინისტრაციისა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კონსტრუქციული მუშაობით ყველაფერი კეთდება საფრთხის პრევენციისთვის.
ამავდროულად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია მუშაობს იმის გარანტიებზე,რომ ქალაქ ჯვარის მოსახლეობამ აგვისტოს ბოლოს სატესტო რეჟიმში მიიღოს ხარისხიანი სასმელი წყალი.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.