ჭალესა და ფახულანის, დამაკავშირებელი 8 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის, ჭალესა და ფახულანის, დამაკავშირებელი 8 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დაასრულა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტის განხორციელებას ადგილობრივი მოსახლეობისთვის გრძელვადიანი დადებითი სოციალური ეფექტი ექნება.

სამშენებლო სამუშაოები 2021 წლის ივლისში დაიწყო და 2022 წლის ოქტომბერში დასრულდა. სამუშაოები მსოფლიო ბანკმა 5 მილიონი ლარით დააფინანსა.