წალენჯიხის საკრებულომ 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

  • დღეს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტი მეორე მოსმენით დაამტკიცა.

ბიუჯეტს მხარი დაუჭირეს “ნაციონალური მოძრაობის“, „საქართველოსთვის“ და „ლელოს“ წარმომადგენლებმა, ხოლო ფრაქცია „ქართულ ოცნების“ წევრებმა ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირეს.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 14 მილიონ 660 ათას ლარს შეადგენს.