- ა(ა)იპ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის ცენტრი აცხადებს საბავშვო ბაღებში 2025-26 სასწავლო წლისთვის ბავშვთა რეგისტრაციას.
რეგისტრაცია იწარმოებს 15 აგვისტოს 10:00 საათიდან, 25 აგვისტოს 18:00 საათამდე.
იხილეთ ელექტრონული რეგისტრაციის ბმული: https://forms.gle/J7s1BJhxViryLLMr5
ასევე შეგიძლიათ მიმართოთ სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ადმინისტრაციას.
ბავშვის პირველადი ელექტრონული რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, 26 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით, მშობელმა, სკოლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის ცენტრში ან ელექტრონულად არჩეულ საბავშვო ბაღში უნდა წარადგინონ შემდეგი საბუთები:
ა) მშობლის(კანონიერი წარმომადგენლის) განცხადება ცენტრის დირექტორის სახელზე;
ბ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) ბავშვის ჯანმრთელობის ცნობა;
ე) ბავშვის 2 ფოტოსურათი;
ვ) ბავშვის რეგისტრაციის ან ფაქტობრივი საცხოვრებლის მისამართი;
ზ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი სპეციალისტის/დაწესებულების შესაბამისი დასკვნა/რეკომენდაცია ასეთის არსებობის შემთხვევაში.
თ) მშობლების/კანონიერი წარმომადგენლის საკონტაქტო ინფორმაცია;
ი) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი ნებართვა /უარყოფა ბავშვისთვის ფოტო და ვიდეო გადაღებაზე და გამოქვეყნებაზე;
კ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი ნებართვა /უარყოფა ბავშვის დაწესებულების გარეთ გაყვანაზე;
ლ) ინფორმაცია ბავშვის ქრონიკული დაავადების შესახებ,ასეთის არსებობის შემთხვევაში;
მ) სოციალურად დაუცველის მოწმობა, იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი სოციალურად დაუცველია და სხვა დამატებითი ინფორმაცია.