წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სამი ახალი სკოლა აშენდება

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული საჯარო სკოლების მშენებლობის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 15 საჯარო სკოლის პროექტირება/მშენებლობის სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.

პირველ ეტაპზე ტენდერი გამოცხადდა შემდეგი სკოლების მშენებლობაზე: ქალაქ წალენჯიხის N5 საჯარო სკოლა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის №2 საჯარო სკოლა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს №1 საჯარო სკოლა (ოპტიმიზირებული კორპუსი).

სკოლების მშენებლობა/რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტით, ქვეყნის მასშტაბით, გათვალისწინებულია 800 სკოლის მშენებლობა და რეაბილიტაცია. პროგრამა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება, რასაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიარდი ლარი მოხმარდება.