წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მორიგი სპორტული პროექტი ხორციელდება-მერია

  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დასრულდა ტენდერი ქალაქ წალენჯიხში ჭანტურიას (ყოფილი მაიაკოვსკი) ქუჩაზე ჩოგბურთის მოედნის მოწყობის სამუშაოების შესასრულებლად. უახლოეს პერიოდში სამშენებლო პროცესი დაიწყება.

უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში, ეს იქნება თანამედროვე სტანდარტების დონეზე კეთილმოწყობილი ხელოვნურსაფარიანი ჩოგბურთის მოედანი, მაყურებელთა ტრიბუნით.