წალენჯიხა ბავშვთა დღეს სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს

  • წალენჯიხაში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება.

12:00 საათზე, წალენჯიხის ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კინოთეატრის დარბაზში თოჯინების თეატრის წარმოდგენა გაიმართება.

13:30 საათზე, წალენჯიხის გოგი კალანდიას სახელობის ცენტრალურ მოედანზე პატარების განწყობაზე იზრუნებენ ანიმატორები, კონცერტს გამართავენ სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრის მოსწავლეები საბავშვო ბაღების აღსაზრდელები.

15:00 საათზე, საშა კვარაცხელიას სახელობის საფეხბურთო მოედანზე ბავშვთა ფეხბურთი ჩატარდება.

18:00 საათზე ღონისძიებებს დაასრულებს ბენდი-Smail Room.