წალენჯიხაში, 9 ნოემბერს, სკრინინგ აქცია ჩატარდება

  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ქალაქ წალენჯიხაში, 9 ნოემბერს, 11:00 საათზე,სკრინინგ აქცია ჩატარდება.

მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ უფასოდ ჩაიტარონ:

* ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-70 წლის ჩათვლით ქალებისთვის;

* საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი 25-60 წლის ჩათვლით ქალებისთვის;

* მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი 50-70 წლის ჩათვლით ქალებისა და მამაკაცებისთვის;

* პროსტატის კიბოს სკრინინგი 50-70 წლის ჩათვლით მამაკაცებისთვის;

კვლევები მოიცავს ასევე B და C ჰეპატიტების, აივ ინფექცია/შიდსის სკრინინგს.

გამოკვლევები, ქალაქ წალენჯიხაში, ჭურღულიას ქუჩა N5, “საქართველოს კლინიკები”-ს, წალენჯიხის კლინიკაში ჩატარდება.