წალენჯიხაში ხიდ-ბოგირებისა და სახლამდე მისასვლელი გზა გაიწმინდა

  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მედანის ადმინისტრაციულ ერთეულში სხვადასხვა ლოკაციებზე განხორციელდა სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდ-ბოგირებისა და სახლამდე მისასვლელი გზის გაწმენდა- აღდგენითი სამუშაოები.

აღნიშნულ სამუშაოებს ა(ა)იპ წალენჯიხის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის სპეცტექნიკა ასრულებს.