წალენჯიხაში შვილმა მამა სცემა

  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავაში 35 წლამდე მამაკაცმა მამა სასიკვდილოდ სცემა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი სხვადასხვა დაზიანებებით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ის სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.