წალენჯიხაში “შაპიტო” ბავშვებისათვის საცირკო სანახაობას გამართავს

  • 1-დან -5 აგვისტოს ჩათვლით, მოხეტიალე ცირკი”შაპიტო” წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ბავშვებისათვის საცირკო სანახაობას გამართავს. წარმოდგენები 17:00 საათიდან გაიმართება.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პირველი საცირკო წარმოდგენა პირველ აგვისტოს ნაკიფუს ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდება.

2 აგვისტო საჩინოს ადმინისტრაციული ერთეული;

3 აგვისტო ლიის ადმინისტრაციული ერთეული;

4 აგვისტო ქალაქი ჯვარი, კინოთეატრის დარბაზი;

5 აგვისტო -ქალაქ წალენჯიხის ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კინოთეატრის დარბაზი;

ბილეთის ღირებულება შეადგენს 5 ლარს. 3 წლის ასაკამდე პატარებისთვის დასწრება უფასოა.