წალენჯიხაში უხვმა ნალექმა ისევ პრობლემები შექმნა

  • ძლიერი წვიმის შედეგად, საჩინოს ადმინისტრაციული ერთეულის ლეგვილეს უბანში ( ნაგურუ ) სამანქანე ხიდი მთლიანად დაზიანდა, რის გამოც 12 ოჯახი ჩაიკეტა. დაზიანდა ხიდის ბურჯებიც და დგება ჩანგრევის საშიშროება.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დაზიანებულია შიდა საუბნო გზები, დატბორილია სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უმეტესობა.

სტიქიის ადგილზე იმყოფებიან მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და ადგილზე ეცნობიან შექმნილ ვითარებას.