წალენჯიხაში საშობაო ალილო გაიმართა

  • ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში საშობაო ალილოს მსვლელობა გაიმართა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სამღვდელოება და მრევლი მსვლელობით დაიძრა.
მსვლელობის მონაწილეებმა ალილოს სიმღერით ქალაქის ქუჩებში შემოიარეს და მოსახლეობას შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს.
ალილოს მონაწილეებს მსვლელობაში სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები შეუერთდნენ.
საშობაო საჩუქრები ურემზე შეგროვდა, რომელიც სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაურიგდებათ.