წალენჯიხაში საახალწლო ღონისძიებები 26 დეკემბერს გაიმართება

  • საქართველოს-პრემიერ მინისტრის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით გაიმართება საახალწლო ღონისძიებები.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, წალენჯიხაში, 26 დეკემბერს, გოგი კალანდიას სახელობის ცენტრალური მოედანზე გაიმართება საახალწლო ღონისძიეები. ღონისძიებები დაიწყება 14:00 საათზე.

• 14:00-20:00 – საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გლინტვეინი, ტკბილეული

• 14:00-19:00 – საბავშვო სივრცე: თამაშები, სახის მოხატვა, ზღაპრის გმირები, თოვლის ბაბუა და საჩუქრები

• 14:30-18:00 – ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან

• 14:00-16:00 – ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი

• 16:00-16:25 – თოჯინების თეატრი

• 16:30-17:00 – აზოტის შოუ

• 17:00 – 18:00 – ქუჩის ბიჭები

• 18:00 – საზეიმო ფოიერვერკი