წალენჯიხაში პირველკლასელთა კვების ბარათების გაცემა იწყება

  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წალენჯიხაში, 15 ოქტომბერს, ოთხშაბათს, პირველკლასელთა კვების ბარათების გაცემა დაიწყება.

“მშობლებს, რომლებსაც გყავთ დარეგისტრირებული პირველკლასელები, გთხოვთ მობრძანდეთ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიაში და მიიღოთ კვების ბარათი.”-ნათქვამია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.