წალენჯიხაში მოსახლეობასთან შეხვედრები და საერთო კრებები დაიწყო

  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები და საერთო კრებები დაიწყო.

შეხვედრები გაიმართა ზღვაიას, ქვედა და ზედა მაზანდარას, ლუღერა-სამცაცხვისა და ხვითერი-საკალანდიოს ადმინისტრაციულ ერთეულებში.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 2026 წელს, პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 644 000 ლარია გათვალისწინებული.

უწყების ცნბით, მოსახლეობამ პრიორიტეტებად ძირითადად ინფრასტრუქტურული პროექტები – გზების, განათების, სანიაღვრე სისტემების, სპორტული და საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობა – დაასახელა.