- დღეს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის სხდომათა დარაზში, ასოციაცია ,”დეას“ მიერ ჩატარდა შეხვედრა პროექტის -“სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა ზუგდიდის, ფოთისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში“ ფარგლებში.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ასოციაცია ,, დეას“ აღმასრულებელმა დირექტორმა მადონა ხარებავამ, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ზუგდიდის ოფისის კოორდინატორმა არჩილ თოდუამ და ამავე ორგანიზაციის წარმომაგენლებმა განიხილეს ასოციაცია “დეასთან“ მოქმედი საინიციატივო ჯგუფის წევრების ვიდეო გზავნილები ადგილობრივი საჭიროებების შესახებ.
ასევე გაიმართა დისკუსია თემაზე ,,საკრებულოს ფრაქციების საქმიანობა-პრაქტიკა და გამოწვვები.
პროექტი ხორციელდება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და NDI ვაშინგტონის ოფისის ფინანსური მხარდაჭერით.
შეხვედრას ესწრებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები,საკრებულოს წევრები, მერიის თანამშრომლები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.