წალენჯიხაში დასუფთავების აქცია გაიმართა

  • დღეს, 22 მარტს, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, “დავასუფთაოთ საქართველოს” ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გაიმართა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დასუფთავების აქციაში ჩაერთნენ საჯარო მოხელეები, არასამეწარმეო იურიდიული პირების წარმომადგენლები, სოციალურად დაუცველთა დასაქმების ფარგლებში დასაქმებული ბენეფიციარები.

სამუშაოების მიმდინარეობას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა ადგილზე გაეცნო.