ბობოხიების საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა

  • ქალაქ ჯვარის, ყოფილი ჩაის ფაბრიკის დასახლებაში (ზემო ოჭანეს უბანი) ბობოხიების საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხანძარმა ნაწილობრივ დააზიანა გვერდით მცხოვრები ფიფიების ოჯახიც.

ადგილზე მუშაობდნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის მაშველები და ხანძარი ლიკვიდირებულიქნა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და დაზარალებულებს დახმარება აღუთქვა.

დაზარალებულები დროებით დაბინავებულნი არიან გვერდით ოჯახში.