წალენჯიხაში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ თერმული ნისლით წამლობა განხორციელდება

  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 18 ივლისს, 21:00 საათზე, ქალაქ წალენჯიხაში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ თერმული ნისლით წამლობა განხორციელდება.

“სურსათის ეროვნული სააგენტო მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს რამდენიმე ეტაპად განახორციელებს. ტერიტორიები სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით, თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდება. ღონისძიებები უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით ხორციელდება და ფუტკრის დაცვის მიზნით, წამლობაც ღამის საათებში ჩატარდება.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.