ძლიერმა წვიმამ ზარალი მიაყენა ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულს

  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ძლიერმა წვიმამ ზარალი მიაყენა ფახულანის ადმინისტრაციული ერთეულის წყოუშისა და ქალაღალის უბანსაც. ჩაანგრია ხიდბოგირები, დაიმეწყრა ტერიტორიები, დაიტბორა საკარმიდამო მიწის ნაკვეთები, დაზიანდა შიდა საუბნო გზები.

უწყების ცნობით, საკარმიდამო მიწის ნაკვეთები და ეზოები დაიტბორა ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში. საკარმიდამო მიწის ნაკვეთები დაიმეწყრა ჯგალის ადმინისტრაციულ ერთეულში.