“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში შეხვედრები 13 თებერვლიდან იწყება

  • სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში დასახლებებში პროექტების შერჩევის მიზნით შეხვედრები 13 თებერვლიდან იწყება.

წალენჯხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ითვალისწინებს შემდეგი სახის პროექტებს:

სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები, ჭა და ა.შ.);

სარწყავი სისტემები;

• სანიაღვრე არხები;

• ნაპირსამაგრი სამუშაოები;

გზები და გზისპირა მოსაცდელები; აგრეთვე, ტროტუარები და გზის შემადგენელი სხვა ინფრასტრუქტურა;

ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები;

გარე განათება;

სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;

სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი;

ამბულატორიის შენობები;

სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი;

სკვერები, მათ შორის, საბავშვო სკვერები, შესაბამისი ინვენტარით, აგრეთვე სარეკრეაციო სივრცეები და სველი წერტილები, შესაბამისი ინვენტარით;

წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი;

• სასაფლაოს შემოღობვა და კეთილმოწყობა;

2026 წელს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 644 000 ლარია გამოყოფილი.