- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ადმინისტრაციულ ერთეულებში სხვადასხვა სახის სამუშაოები დაიწყო.
უწყების ცნობით, აღნიშნული პროგრამით, ფახულანში კერძოდ ჭველეს უბანში სამანქანე გზაზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები, ჩქვალერში, ლემატუეს უბანში სანიაღვრე არხებისა და ცხაურების მოწყობა, ხოლო წალენჯიხაში შიდა გზების მოხრეშვა-მოშანდაკება და არხის გასუფთავება წმ. ნინოს ქუჩაზე, ე. ფიფიას (ქვედა მაზანდარა) ქიაჩელის, ს. სარიას (საკალანდიო) და მშვიდობის ქუჩაზე (ლუღერა) აქტიურად მიმდინარეობს.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ითვალისწინებს:
სასმელი წყლის სისტემების, სანიაღვრე არხების, ნაპირსამაგრი სამუშაოების, შიდა გზების, ცხაურების, გარე განათებების, წისქვილების რეაბილიტაციას, სასაფლაოებისა და მოსაცდელების მშენებლობას და სხვა სახის სამუშაოებს.