საჩინოს N2 საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ

  • ა(ა)იპ წალენჯიხის სკოლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორი ლანა შენგელია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე რაისა ჩანგელია, სააღმზრდელო-საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის ცენტრის წარმომადგენლები და მერის წარმომადგენელი საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში ბელა კვირკვია საჩინოს N2 საბავშვო ბაღში იმყოფებოდნენ და მათ საახალწლო საჩუქრები გადასცეს.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საჩინოს N2 საბავშვო ბაღის აღმზრდელ პედაგოგი და ყოფილი დირექტორი ქალბატონი ზოია თოლორდავა სამადლობელი სიტყვებითა და პატივისცემით საზეიმო გარემოში გააცილეს და გაწეული ღვაწლისათვის მადლობა გადაუხადეს.

“ის ოთხი ათეული წელი ემსახურა ბავშვთა აღზრდის საქმეს და საკუთარი სურვილით გადაწყვიტა წასულიყო ბაღიდან და ახალგაზრდებისთვის დაელოცა გზა. სკოლამდელ დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორმა ლანა შენგელიამ, ღვაწლმოსილ პედაგოგს ცენტრის სახელით, სიმბოლური საჩუქრები და მადლობის სიგელი გადასცა ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.