საერთო კრებები და კონსულტაციები ნაკიფუს ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა

  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.

ამჯერად დასახლებების საერთო კრებები და კონსულტაციები ნაკიფუს ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საერთო კრებებზე მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ საპროექტო წინადადებებს კენჭი ეყარა და ხმათა უმრავლესობით თითოეულ დასახლებაში პრიორიტეტები გამოვლინდა.

ლეჟას უბანში მოსახლეობამ მთავარ პრიორიტეტად ქვედა ლეჟაში წყლის სისტემის, ზედა ლეჟაში კი, გარე განათებების მოწყობა დაასახელა. ლეცინდეში ახალი წისქვილის მშენებლობა,ხოლო სხვადასხვა უბანში გარე-განათებების დამონტაჟება მოითხოვეს.

ულურიის მოსახლეობის ერთობლივი გადაწყვეტილებით,ულურიის სხვადასხვა უბანში გზების მოხრეშვა მოხდება.

ნანჯარუში – სალუკაოს უბანში წისქვილის რეაბილიტაცია დასახელდა, ხოლო, სამ უბანში ( სალუკაო-ნანჯარუ,სამოლაშხიო, საჩიქობაო), მოსახლეობის მოთხოვნაა გარე-განათებების მოწყობა.

პრიორიტეტებისგამოსავლენად, ადგილობრივ მოსახლეობასთან საერთო კრებები და კონსულტაციები 13 თებერვალს დასრულდება.