რუსეთ-საქართველოს ომიდან 15 წელი გავიდა

  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეს, 7 აგვისტოს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა პატივი მიაგეს ომში გმირულად დაღუპულთა ხსოვნას.

აგვისტოს ომის დროს ცხინვალის მისადგომებთან დაიღუპა წალენჯიხელი, ჯგალის მკვიდრი, კაპრალი კობა ხარჩილავა, რომელიც მხედრული მამაცობის მედლითაა დაჯილდოებული.

აგვისტოს ომს ემსხვერპლნენ ასევე ნაკიფუელი კეკე, დოდო და ენვერ ჭანიები, რომლებიც თბილისიდან წალენჯიხისკენ ბრუნდებოდნენ და გორის გზაზე დაიღუპნენ.

ჯგალის მკვიდრი, მხედრული მამაცობისთვის კაპრალის მედლით დაჯილდოებული კობა ხარჩილავა 2008 წლის ომს ემსხვერპლა.

კაპრალი კობა ხარჩილავა ყუმბარმტყორცნელი იყო. ის ცხინვლის მისადგომებთან 11 აგვისტოს საავიაციო იერიშის დროს დაიღუპა.

კობა ხარჩილავა 1987 წლის 14 ივნისს დაიბადა.ის ქუთაისის 31 ბრიგადის, მე-3 ბატალიონის ჯარისკაცი იყო.

ინფორმაციისთვის: საქართველოში რუსული ინტერვენციის შედეგად, დაიღუპა: საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე,14 პოლიციელი, ხოლო 1747 დაიჭრა.