პირველი ივნისისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, წალენჯიხის ბაღებში სათამაშოები რიგდება

  • პირველი ივნისისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ა(ა)იპ წალენჯიხის სკოლამდელი-სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრთან არსებულ საბავშვო ბაღებში ახალი სათამაშოები რიგდება.

წალენჯიხის მუნიციაპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, განახლებული სათამაშოები 35-ვე საბვშვო ბაღისთვის იქნა შეძენილი.

საჩუქრები პირველ ივნისამდე ყველა საბავშვო ბაღში დარიგდება.