- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გუბა საჯაიამ მუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლებებში ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით სამუშაოები საქართველოს მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხებით ხორციელდება.
“მუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულში საუბნო გზაზე ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. არსებულ გზაზე გრუნტოვანი საფარი იყო, რაც მოსახლეობისთვის გადაადგილებას ართულებდა. მიმდინარე სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება.
მერთან ერთად ადგილზე მერის პირველი მოადგილე ბესიკ ფარცვანია, მერიის ზედამხედველობის სამსახურის, საორგანიზაციო და სამშენებლო ინსპექტირების განყოფილების უფროსი ჯემალ კვარაცხელია იმყოფებოდნენ.”-ნათქვამია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

