მერმა სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გამართა

  • სოფლის მხარდაჭერა პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გამართა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფმა პროგრამის განხორციელების ეტაპებზე იმსჯელა.

ინფორმაციისთვის: სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 29 იანვრიდან დაიწყება.