მერიის ადმინისტრაციული შენობის უკანა ეზოს სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს-მერია

  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მერიის ადმინისტრაციული შენობის უკანა ეზოს სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება.

უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ბილიკების მოწყობის, ბეტონის ბორდიურის მოწყობის, არსებული საპირფარეშოს რეაბილიტაციისა და ავტოსადგომის მოწყობის სამუშაოები.