მერია – მერის მიერ მოქალაქეთა მიღების დღედ ოთხშაბათი განისაზღვრა

  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გუბა საჯაიამ დღეს მოქალაქეთა მიღება გამართა. მერის მიერ მოქალაქეთა მიღების დღედ ოთხშაბათი განისაზღვრა, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი, მერის მოადგილეები და შესაბამისი სამსახურები მოქალაქეებს ყოველდღე იღებენ.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მოქალაქეებმა მერს მათთვის მნიშვნელოვანი, პრობლემური საკითხები პირადად გააცნეს. მომართვიანობა ძირითადად ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხებს შეეხებოდა.