მამუკა ხაზარაძე ტურინის იუვენტუსის ოფისში, წალენჯიხაში ბავშვთა აკადემიის შექმნის კონტრაქტს გააფორმებს

  • დღეს, 13:30 (თბილისის დროით) იტალიაში, ქალაქ ტურინში მამუკა ხაზარაძე საფეხბურთო კლუბ ტურინის იუვენტუსის სათაო ოფისში, ხელს მოაწერს კონტრაქტს, წალენჯიხაში ტურინის იუვენტუსის ბავშვთა აკადემიის გახსნის შესახებ.

“ტურინში ვართ! რამდენიმე საათში “იუვენტუსთან” კონტრაქტს ხელს ოფიციალურად მოვაწერთ.”-დაწერა მამუკა ხაზარაძემ სოცილურ ქსელში.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ტურინში ასევე იმყოფებიან წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა და წალენჯიხის მერის მოადგილე თამარ ბელქანია.