ლიასა და პალურში სასმელი წყლის მილების რეაბილიტაცია დაიწყო

  • სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სამუშაოები ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში აქტიურად მიმდინარეობს.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ლიასა და პალურში ერთდროულად სასმელი წყლის მილების რეაბილიტაცია დაიწყო.

ლიაში საქობალიოს უბანში ხიდ-ბოგირის მშენებლობა მიმდინარეობს.

პალურის უბანში სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სიჩქარის მზღუდავი ბარიერის მოწყობა დასრულებულია.

უწყების ცნობით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ადმინისტრაციულ ერთეულებში ამ ეტაპზე 71 პროექტი მიმდინარეობს, 31 კი დასრულებულდა.