კენჭისყრის პროცესი დასრულდა. არჩევნების დღემ ძირითადად მშვიდ და
უსაფრთხო გარემოში ჩაიარა. ცალკეულ შემთხვევებში დაფიქსირდა
ინციდენტები და ტექნიკური ხარვეზები, თუმცა ყველა შემთხვევაში
საარჩევნო ადმინისტრაციას ჰქონდა ოპერატიული რეაგირება კანონის
შესაბამისად.
როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ბრიფინგზე განაცხადა, ამომრჩეველთა
აქტივობამამდროისმონაცემებითსაქართველოსმასშტაბითშეადგინა1
438 116, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის40.93% პროცენტს
შეადგენს.
„ამ წუთებში საარჩევნო უბნებზე მიმდინარეობს კანონმდებლობით
განსაზღვრული პროცედურები. საარჩევნო კომისიის წევრები ამ
დროისთვის კვლავ აგრძელებენ მუშაობას იმისათვის, რომ არჩევნების
შედეგები უმოკლეს ვადებში იყოს ცნობილი საზოგადოებისთვის.
როგორციცით შემაჯამებელი ოქმები პლანშეტის საშუალებით საოლქო
საარჩევნოკომისიისგვერდისავლით,პირდაპირცესკოშიიგზავნება,რაც
კიდევ უფრო ამცირებს შედეგების დამუშავებისა და შემდგომი
გამოქვეყნების დროს.
ამდროისთვისსაოლქოსაარჩევნოკომისიებშიშემოსულია24საჩივარი.
საჩივრებიძირითადადშეეხება:ფოტოვიდეოგადაღებისწესისდარღვევას,
კენჭისყრის შენობის მოწყობას, საარჩევნო უბნის გარეთ ამომრჩევლის
აღრიცხვას და ა.შ. დეტალური ინფორმაცია საჩივრების შესახებ
განთავსებულია ჩვენს ვებგვერდზე, საჩივრების რეესტრში.
აქვე შეგახსენებთ, რომ ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება
ონლაინ დააკვირდეს არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების
პროცესსცესკოშიინტერნეტტრანსლირებისსაშუალებით.ტრანსლაცია
ცესკოს ოფიციალურ Facebook-სა და Youtube-ზე განხორციელდება.
საარჩევნო ადმინისტრაცია მთელი დღის განმავლობაში უზრუნველყოფდა
საზოგადოებისთვისსწორიინფორმაციისდროულადმიწოდებას.დილის
06:45 წუთიდან მუშაობს ცესკოს კონტაქტ-ჰაბი – 251 00 51. კონტაქტ-ჰაბის
თანამშრომლებმაამდრომდეუპასუხეს 1000-ზემეტზარსდა300-მდე
შეტყობინებას.
მადლობას ვუხდით ამომრჩევლებს აქტიურობისთვის, ასევე მადლობა
ჩართულ მხარეებს, დამკვირვებლებსა და მედიას“,-განაცხადა
პრესსპიკერმა.