ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2024 წელს წალენჯიხის მუნიციპალიტეტს 4 379 324 ლარი გამოუყო

  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, 2024 წელს წალენჯიხის მუნიციპალიტეტს 4 379 324 ლარი გამოეყო.

გამოყოფილი თანხით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 8 პროექტზე ტენდერი უკვე გამოცხადდა. 2 083 307 ლარით კი ოთხი გარდამავალი პროექტი დაფინანსდა.

პროექტები რომლის სამუშაოებზეც ტენდერი გამოცხადდა:

  • ჭალეს ადმინისტრაციულ ერთეულში, ეწერფერდის უბნის გზის რეაბილიტაცია.
  • ობუჯის ადმინისტრაციულ ერთეულში, სამესხიო-საკონჯარიოს უბნის გზის რეაბილიტაცია.
  • ობუჯის ადმინისტრაციულ ერთეულში, ჯაღირას უბნის გზის რეაბილიტაცია.
  • ქალაქი წალენჯიხა, გაგარინის ქუჩის გზის რეაბილიტაცია.
  • ქალაქი წალენჯიხა, მეუნარგიას ქუჩის შესახვევსა და ჩიხში ასფალტის საფრის მოწყობა.
  • ქალაქი წალენჯიხა, სალიას ქუჩაზე მდებარე სპოტრკომპლექსის რეაბილიტაცია.
  • ლიის ადინისტრაციულ ერთეულში, სოფ პალურში N 2 საჯარო სკოლამდე გზის რეაბილიტაცია.
  • ლიის ადინისტრაციულ ერთეულში, ფარვეზ სამუშიას ქუჩის გზის რეაბილიტაცია.

გარდამავალი პროექტები, რომლებიც დაფინანსდა:

  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფოცხოეწერის დასახლების გზის რეაბილიტაცია.
  • ფახულანის ადმინისტრაციული ერთეულის ქალაღალის უბნის გზის რეაბილიტაცია.
  • ჯვარის ადმინისტრაციულ ერთეულში რუსთაველის ქუჩაზე ტროტუარების რეაბილიტაცია.
  • მიქავა- მუხურის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია (I მონაკვეთი).

ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს