- დღეს, 15 ივლისს, ქრისტიანული სამყარო, ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის დღეს აღნიშნავს.
დღეს, დილის ცხრა საათზე, დადიანების მუზეუმიდან სასულიერო პირებმა გამოაბრძანეს ღვთისმშობლის კვართი, შემდეგ, რამდენიმე წუთით ის დაბრძანებულ იქნა ქალაქის ცენტრში აღმართულ ღვთისმშობლის მოზაიკურ ხატთან. შემდეგ კი, კვართი გადააბრძანეს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში, სადაც სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტმა გერასიმემ, სინოდის სხვა წევრებთან ერთად აღავლინა.
სადღესასწაულო წირვის დამთავრების შემდეგ, მთელი დღის განმავლობაში, ადგილობრივ მრევლს და მომლოცველებს შესაძლებლობა ექნებათ ემთხვიონ ღვთისმშობლის კვართს.
დღესასწაულს მომლოცველები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ესწრებიან. დღესასწაულს ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და სხვა მთავრობის წარმოამდგენლები.