“დევნილი ქალების მობილობის ბარიერები და მათი ზეგავლენა ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე”

  • დღეს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა “დევნილი ქალების მობილობის ბარიერები და მათი ზეგავლენა ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე“ კვლევის პრეზენტაცია, რომელიც სახალხო დამცველის აპარატის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა თამთა ალანიამ წარადგინა.

მისი თქმით, მსგავსი შეხვედრები ხელს შეუწყობს დევნილ ქალთა მობილობის საკითხზე მსჯელობის დაწყებას, ხოლო კვლევაში შესული რეკომენდაციები და მიგნებები მნიშვნელოვანი კონტრიბუცია იქნება მომავალში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენლები.

კვლევა საქართველოს სახალხო დამცველისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის „მოწყვლადი დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური ჩართულობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში ერთობლივი ძალისხმევით ჩატარდა.

კვლევაში გაანალიზებულია დევნილ ქალთა გადაადგილების ასპექტები და მობილობის ზეგავლენა მათ ეკონომიკურ აქტივობასა და გაძლიერებაზე.

კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ დევნილი ქალების უმრავლესობა მხოლოდ შინ შრომისა და ზრუნვასთან დაკავშირებული შრომის გამო გადაადგილდება.

კვლავ გამოწვევად რჩება ტრანსპორტის ფიზიკური და ფინანსური მისაწვდომობა, არათანმიმდევრული გრაფიკი, მიმართულებებისა და დაფარვის არეალი.