დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურს ახალი მანქანა გადაეცა

  • ქალაქ წალენჯიხის ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურს ახალი მანქანა, “IVECO”-ს ფირმის სატვირთო პიკაპი დღეს ოფიციალურად გადაეცა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მანქანა, ყველა თანამედროვე ტექნიკურ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

“IVECO”-ს ფირმის სატვირთო პიკაპი წალენჯიხის მუნიციპალიტეტს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შპს საქართველოს მყარი ნარჩენების კომპანიამ გადასცა.

ახალი ტექნიკა მთლიანად მუნიციპალიტეტს მოემსახურება.