- 22 ნოემბერს, სამშაბათს, საღამოს 17:00 საათზე, ა(ა)იპ წალენჯიხის კულტურის ცენტრის ორგანიზებითა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის აქტიური მხარდაჭერით, წალენჯიხის ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კინოთეატრის დარბაზში წალენჯიხის მკვიდრის, ლევან ადონიას დასახმარებლად საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართება.
“სიკეთე გადამდებია, გთხოვთ შემოუერთდეთ საქველმოქმედო ღონისძიებას, გადავარჩინოთ სიცოცხლე”.-აღნიშნულია ინფორმაციაში.