“გრანელი” 2-3 ივლისს გაიმართება

  • ძლიერი წვიმებისა და უამინდობის გამო, შეიცვალა წალენჯიხის ლიტერატურული ფესტივალის თარიღი.

1-2 ივლისის ნაცვლად, ფესტივალი გაიმართება 2-3 ივლისს, წალენჯიხაში, გრანელის პარკში.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში, 2 ივლისს დაგეგმილია წიგნების გამოფენა-გაყიდვა, მრავალფეროვან ლიტერატურულ პროგრამას კი 2-3 ივლისს წარმოგვიდგენენ ავტორები.