გიორგი ხარჩილავა ლეგვილეს უბანში მცხოვრებლებს შეხვდა

  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად, საჩინოს ადმინისტრაციული ერთეულის ლეგვილეს უბანში ( ნაგურუ ) სამანქანე ხიდი მთლიანად დაზიანდა, რის გამოც 12 ოჯახი ჩაიკეტა, დაზიანდა ხიდის ბურჯებიც და დგება ჩანგრევის საშიშროება.

უწყების ცნობით, დაზიანდა შიდა საუბნო გზები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უმეტესობა.

“სტიქიის ადგილზე იმყოფებოდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა და შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო აქვე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და პრობლემების აღმოფხვრის გზებზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობით უახლოეს დროში აღნიშნული პრობლემა აღმოიფხვრება. ასევე, სანამ ახალი ხიდი აშენდება, აუცილებელია ხიდს გარეშე დარჩენილი მოსახლეობისთვის ალტერნატიული გზის ფორმირება და დაკავშირება მთავარ სატრანსპორტო მაგისტრალთან. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა და მოსახლეობა შესაბამის მარშრუტზე შეჯერდნენ”.-აღნიშნულია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.