“აწარმოე საქართველოში“ სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელმა შეხვედრა გამართა

  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სსიპ “აწარმოე საქართველოში“ სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ცირა მესხიამ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან და ადგილობრივ ბიზნეს სექტორთან საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ცირა მესხიამ დეტალურად ისაუბრა სსიპ „აწარმოე საქართველოში“ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ბიზნეს- საკონსულტაციო ცენტრის მიერ განხორციელებული, დაგეგმილი და მიმდინარე პროგრამების შესახებ.