Blog

ნაკიფუში გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ნაკიფუს ადმინისტრაციულ ერთეულში გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყო. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, აქტიურად განაგრძობს გაზიფიცირების პროექტების განხორციელებას. პროექტის ფარგლებში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ნაკიფუს ადმინისტრაციულ ერთეულში გაზიფიცირების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შ.პ.ს. "ინტერ გაზი" ასრულებს. სამუშაოებზე დასაქმებულია ადგილობრივი მუშახელი.პროექტის დასრულების შემდეგ,...

წალნეჯიხაში სტიქიამ პრობლემები შექმნა

ძლიერი წვიმების შედეგად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ადიდებული ღელეებიდან გადმოსულმა წყალმა რამდენიმე ოჯახს ზიანი მიაყენა. წალნეჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დაიტბორა საკარმიდამო მიწის ნაკვეთები, ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ჩამოირეცხა შიდა საუბნო გზები, ქალაქ ჯვარის რამდენიმე კორპუსის სარდაფი აივსო წყლით. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსახლეობის პრობლემებს ადგილზე გაეცნენ და სხვადასხვა ლოკაციაზე იმყოფებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი...

კორონავირუსით წალენჯიხის მკვიდრი გარდაიცვალა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში კორონავირუსით გარდაიცვალა 64 წლის მამაკაცი. პაციენტი წალენჯიხის მცხოვრები იყო. ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 1 264 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 1 665 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 26 პაციენტი.

პოლიციამ ჯგუფური თაღლითობის ბრალდებით წალენჯიხაში, გორსა და თბილისში 5 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, გორსა და წალენჯიხაში 5 პირი დააკავეს. "1995 წელს დაბადებულ კ. ს.-ს, 1997 წელს დაბადებულ ნ. ჭ.-ს, 1990 წელს დაბადებულ დ.ფ.-ს, 1999 წელს დაბადებულ ლ.ქ.-ს და 1995...

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოებს სახელმწიფო რწმუნებული გაეცნო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლებში გაზიფიცირების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაზიფიცირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ყველა თემი, 49-ვე დასახლებულ პუნქტი ბუნებრივი აირით სრულად უზრუნველყოფილი იქნება. მიმდინარე სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, წალენჯიხის მერთან ბესიკ ფარცვანიასთან ერთად სოფელ მედანში გაეცნო. უწყების ცნობით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტს, ბუნებრივი აირი არასდროს...

სოფელ ჭალეში ბიბლიოთეკა გაიხსნა

წალენჯიხის სოფელ ჭალეში ბიბლიოთეკა პირველად გაიხსნა. დღემდე სოფელს ბიბლიოთეკა არ ჰქონდა. ბიბლიოთეკის გასხნაზე იმყოფებოდნენ და წიგნები გადასცეს თამარ ბელქანიამ (ლელო საქართველოსთვის ლიდერი სამეგრელოში), გიორგი კეკელიძემ (ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი), მირიან ხოსიტაშვილმა (ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე). მათი თქმით, წარჩიმებულ მოსწავლეს ეოვნული ბიბლიოთეკა გადასცემს სტიპენდიას.

წალენჯიხაში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 5 ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, გადამოწმების მიზნით შეჩერებული ავტომანქანების ძარაზე, საერთო მოცულობით 112 მ3-მდე სხვადასხვა სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტები იყო განთავსებული. უწყების ცნობით, მძღოლებმა ვერ წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია. ავტომანქანები და მასზე განთავსებული უკანონო ხე-ტყე დაილუქა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 ივნისიდან...

წალენჯიხაში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მედანის ადმინისტრაციულ ერთეულში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შ.პ.ს. "სითი გაზი" ასრულებს. პროექტის დასრულების შემდეგ, მედანის მოსახლეობას საშუალება მიეცემა ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. მერიის ცნობით, გაზიფიცირების სამუშაოები ერთდროულად 10 ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდება.

“ფაიზერის” ვაქცინა საქართველოშია

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, “ფაიზერის” ვაქცინა საქართველოშია. “ფაიზერით” ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია მოქალაქეებს დღეს, 15:00 საათიდან შეეძლებათ, აცრები კი 16 ივლისიდან დაიწყება. “pfizer”-ით ვაქცინაციისთის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე – https://booking.moh.gov.ge/Hmis/Hmis.Queue.Web/#/ COVID 19-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული კონსულტაციის მისაღებად ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ – 144-3.

მუჟავას თემში პროექტის „ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის“ გახსნითი ღონისძიება გაიმართა

„ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის“ პროექტის გახსნითი ღონისძიება გაიმართა მუჟავას საჯარო სკოლის ეზოში, რომელსაც ესწრებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, „ქეა კავკასია“-სა და „თანხმობა“-ს გუნდის წევრები. ასევე, მოწვეულნი იყვნენ სხვადასხვა სამოქალაქო ორგანიზაციის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ღონისძიების დასაწყისში მისასალმებელი სიტყვით მიმართეს დამსწრე საზოგადოებას „ქეა კავკასია“-სა და „თანხმობა“-ს წარმომადგენლებმა. მათ ისაუბრეს პროექტის მიზნებზე, დაგეგმილ საქმიანობებზე. გამომსვლელებმა...