პირველკლასელთა კვებითი უზრუნველყოფის ფარგლებში ბარათების გაცემა იწყება

28 სექტემბერს, ხუთშაბათს, 11:00 საათზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიაში პირველკლასელთა კვებითი უზრუნველყოფის ფარგლებში ბარათების გაცემა დაიწყება. "მშობლებო, გთხოვთ მობრძანდეთ ბარათების მისაღებად".-აღნიშნულია ინფორმაციაში.

წალენჯიხის 35-ივე საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი განახლდა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 35-ივე საბავშვო ბაღში დღეს სასწავლო პროცესი განახლდა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში წელს 831 აღსაზრდელი აგრძელებს სწავლას, აქედან 151 ახალ რეგისტრირებულია. პატარებს და აღმზრდელ-პედაგოგებს ახალი სასწავლო წელი მიულოცეს და წარმატებები უსურვეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ,ა(ა)იპ წალენჯიხის სკოლამდელი-სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორმა მამუკა ქარდავამ და...

წალენჯიხაში “მუსიკალური საღამო” გაიმართა

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული მუსიკალური საღამოების ფარგლებში ღონისძიება წალენჯიხაში გაიმართა. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. მოეწყო საბავშო და კვების სივრცეები. ღონისძიება წალენჯიხაში ჯგუფ, "გორდელას” კონცერტით დასრულა.

“შენი იდეა წალენჯიხას”

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის პროგრამული ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში, ახალგაზრდების მოთხოვნებზე დაყრდნობით და საუკეთესო პროექტების შერჩევის მიზნით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ატარებს კონკურსს - "შენი იდეა წალენჯიხას", რომლის პირველი ეტაპი, მოქალაქეებისაგან იდეების მიღების პროცესი დასრულდა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სულ დარეგისტრირდა 10 პროექტი. "ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გაეცნოს აღნიშნულ პროექტებს და მისთვის...

მერია: ტებენეს ხეობაში წყლის დონემ საგრძნობლად იკლო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ (ტებენეს ხეობაში) წყლის დონემ საგრძნობლად იკლო. "აღნიშნული საკითხი შესწავლილი ქნა შესაბამისი სამსახურების მიერ და დაიდო დასკვნაც, რომ ტერიტორია ამ ეტაპზე საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა დაევალა ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, ხშირი მონიტორინგი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად. დღევანდელი მონაცემებით კი, საფრთხის საშიშროება არ არსებობს."-აღნიშნულია წალენჯიხის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

21 სექტემბერს წალენჯიხაში “მუსიკალური საღამო” გაიმართება

21 სექტემბერს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით წალენჯიხის ცენტრალურ მოედანზე "მუსიკალური საღამო“ გაიმართება. იხილეთ ღონისძიების პროგრამა: 19:00-23:00 ადგილობრივი მეწარმეების სივრცე; 19:00-23:00 კვების სივრცე; 19:00-22:00 საბავშვო ზონა, ანიმატორები; 20:00 - ქიმიური შოუ; 22:00-23:00 ანსამბლ „გორდელას“ კონცერტი.

ჭალეში ერთ-ერთი ოჯახი დააყაჩაღეს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალეში ერთ-ერთი ოჯახი დააყაჩაღეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ინფორმაციისთვის: მსგავსი შემთხვევა 17 სექტემბერს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მედანშიც მოხდა.

მედანში ოჯახი დააყაჩაღეს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტუს სოფელ მედანში წუხელ გვიან ღამით ოჯახი დააყაჩაღეს. სახლის მეპატრონეს კი ფიზიკურად გაუსწორდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, წაღებულია თანხა. ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.

გიორგი ამილახვარი საზოგადოებას ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და სრულიად საზოგადოებას 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს. „დღეს 15 სექტემბერია და მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებში ახალ სასწავლო წელს ვიწყებთ. მინდა, ეს მნიშვნელოვანი თარიღი განსაკუთრებით მივულოცო ჩვენს პირველკლასელებს, რომლებიც წელს პირველად შეაღებენ სკოლის კარებს. ვულოცავ მოსწავლეებს, მშობლებს, ჩვენს მასწავლებლებს და წარმატებულ სასწავლო წელს...

“ოცნების” წალენჯიხის ორგანიზაციას ბაკურ სონგულია უხელმძღვანელებს

„ქართული ოცნების“ წალენჯიხის ორგანიზაციას ბაკურ სონგულია უხელმძღვანელებს. ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე და ბიუროს წევრები პარტიულ კონფერენციაზე აირჩიეს. კონფერენციები უკვე გაიმართა ზუგდიდში და ჩხოროწყუში.